როგორც Sport FM წერს, ქეცბაიას გადაწყვეტილებაზე რამდენიმე მიზეზმა იმოქმედა — კლუბის ფინანსური მდგომარეობა, არსებული შემადგენლობა და ის ფაქტი, რომ სპეციალისტის მიმართ სამშობლოში, ერთ-ერთი ქართული კლუბიდან, კონკრეტული ინტერესი არსებობს.

57 წლის ქეცბაია „ანორთოსისის“ ლეგენდად ითვლება:  მან გუნდი უკვე ორჯერ ჩაიბარა, თუმცა მესამე ვადით დაბრუნებაზე ამჯერად უარი თქვა.

ქეცბაიას ფეხბურთელის რანგში შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა: „დინამო სოხუმი“, „დინამო თბილისი“, „ანორთოსისი“, ათენის აეკ-ი, „ნიუკასლი“, „ვულვერჰემპტონი“ და „დანდი“. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 52 შეხვედრაში მან 17 გოლი გაიტანა.

სამწვრთნელო კარიერაში კი ქეცბაიას საქართველოს (2009–2014) და კვიპროსის (2022–2024) ნაკრებები აქვს გაწვრთნილი, კლუბების დონეზე კი „ანორთოსისში“, „აპოელში“, „ოლიმპიაკოსში“, „აეკ-ში“ და რუსეთის „ორენბურგში“ უმუშავია.

ცოტა ხნის წინ იწერებოდა, რომ მისი კანდიდატურა შოტლანდიურ „მოზერველშიც“ განიხილებოდა, თუმცა ეს ვარიანტი რეალობად არ ქცეულა. ახლა კი ინტერესს სამშობლოს ერთ-ერთი კლუბია, რომლის სახელიც ჯერჯერობით არ ხმაურდება.