მოქმედმა ჩემპიონმა „იბერია 1999“-მა უშუალო კონკურენტი „დილა“ საკუთარი მოედანზე 6:0 გაანადგურა და სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.

შეხვედრა თავიდანვე თბილისელთა უპირატესობით დაიწყო. გია გეგუჩაძის გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო, რასაც დამატებით ხელი შეუწყო „დილას“ მცველის, პორტუგალიელი პედრო მენდეშის გაძევებამ 45-ე წუთზე. რიცხობრივი უპირატესობის ფონზე „იბერიამ“ მეორე ნახევარში კიდევ ოთხჯერ აიღო მასპინძელთა კარი და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი და იური ტაბატაძეებმა დუბლები შეასრულეს და თითო საგოლე გადაცემაც მიითვალეს. განსაკუთრებული მატჩი ჰქონდა გიზი მამაგეიშვილსაც – ქართველმა ნახევარმცველმა ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.

დილა 0:6 იბერია 1999

გოლები: 0:1 გ. ტაბატაძე (34), 0:2 გ. მამაგეიშვილი (41. გ. ტაბატაძე), 0:3 გ. ტაბატაძე (50. გ. მამაგეიშვილი), 0:4 ი. ტაბატაძე (55. გ. მამაგეიშვილი), 0:5 ი. ტაბატაძე (68), 0:6 ახვლედიანი (85. ი. ტაბატაძე)